გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბოლნისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

24-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.


ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე, რომელიც "ფორდ ტრანზიტს" მართავდა, ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მასზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანის ძარაზე 3 მეტრ კუბამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი აღმოჩნდა.


მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.