გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს საუბრობს სამშობლოს მესიჯებით, ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის

11-08-2024

რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია "ქართული ოცნების" რეიტინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს "ქართული ოცნება".


"უფრო მეტიც, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია დღეს ცდილობს ისაუბროს იმ გზავნილებით, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, მაგალითად გვარამიამ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაწესდეს რუსეთისთვის სანქციები, ღია უნდა იყოს საქართველო რუსი ტურისტებისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით 4 წლის განმავლობაში, იმის ლაპარაკი მოინდომა უკვე ძალიან გვიან, ახლა, რადიკალურმა ოპოზიციამ. ასეთი გზავნილები ვერ იქნება წარმატებული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს საქართველოში, თუ რას ამბობდნენ ეს ადამიანები გასული 4 წლის განმავლობაში. მაგალითად, გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს, ის საუბრობს სამშობლოს მესიჯებით. ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის. ეს ფუჭი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავადვე ისაუბრონ იმ გზავნილებით, რომლითაც საუბრობდა 4 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" არის წარუმატებლობისთვის განწირული", - განაცხადა პრემიერმა.