გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები

11-08-2024

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პატარა ქვეყანა და ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერი არის ამერიკელი პარტნიორების ხელში.


„მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს და არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს და ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე სენატორს, კონგრესმენს და ელჩს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა მათ შორის, ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს, რომელიც პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა. უსამართლო გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები უნდა ყოფილიყვნენ მინისტრებად წარმოდგენილები ახალო მთავრობაში.


რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ფაქტები, რომელიც იძლევა შეშფოთების საფუძველს, ასევე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ სამომავლო განვითარებაზე. რეალურად, ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე არსებულ პრობლემებზე და როცა ვსაუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, ეს ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში. მე ასევე ძალიან გულწრფელად ვუთხარი სენატორს, კონგრესმენს, ელჩს, ის, თუ რას ველით ამერიკელი პარტნიორებისგან, რას ვგულისხმობთ შემხვედრ ნაბიჯებში. ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე აღვნიშნე შეხვედრაზეც და მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. მთავარია, სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთება და როგორც აღინიშნა არაერთ შეხვედრაზე, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ურთიერთობებში", - განაცხადა პრემიერმა.