გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით

11-08-2024

გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წარდგინება განხორციელდება.


„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება", - განაცხადა პრემიერმა.