11-08-2024
“ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ გაანადგურებინონ და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და მშვიდობიანი, ღირსეული სვლა ევროპისკენ.
„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა კითხვაზეც გასცემს პასუხს… მათ შორის, მაგალითად, საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” მეორე ფრონტის თემა?!.. მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ უნდა გავანადგურებინოთ. განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“, – წერს მდინარაძე.