გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბაკურ ავსაჯანიშვილი გია ჭანტურიაზე: არა მხოლოდ ყაზბეგელები ვეზიზღებით, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ, 26 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ეს ქვეყნის მოძულე აგენტურა

11-08-2024

ეს უღირსი, ყაზბეგელებს რომ შეურაცხყოფას გვაყენებს და რუსების სიყვარულს გვაბრალებს, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და მათი იდეოლოგია, - წერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, სოციალურ ქსელში.


ავსაჯანიშვილი ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გია ჭანტურიას მიერ ყაზბეგელებთან დაკავშირებით დაწერილ კომენტარს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ყაზბეგში „რუსეთიც უყვართ ძალიან“.


ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, მთელ რადიკალურ ოპოზიციას არამარტო ყაზბეგი, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღება.


„ეს უღირსი, ყაზბეგელებს რომ შეურაცხყოფას გვაყენებს და რუსების სიყვარულს გვაბრალებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და მათი იდეოლოგია. ასეა მთელი ეს პარტია და რადიკალური ოპოზიცია - არა მხოლოდ ყაზბეგელები ვეზიზღებით, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ. ჯერ კახელებს ღვინოში ჩაუფსეს, ახლა მთის ხალხს მოგვდგნენ და ვაჟკაცობას გვიწუნებენ. როგორც ჩანს, აღარ აპირებენ ყაზბეგელებთან შეხვედრას და აქ ამოსვლას. ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, 26 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ეს ქვეყნის მოძულე აგენტურა”, - წერს ავსაჯანიშვილი.