გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე ჯინ შაჰინზე: არავის, მით უფრო რიგით სენატორს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ივანიშვილი ვერ შეხვდება ყველას, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს

11-08-2024

„სენატორი ჯინ შაჰინი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც პროტოკოლის და სტრატეგიული პარტნიორობის უხეში დარღვევა არის. არავის, მით უფრო რიგით სენატორს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გაუგებარია სენატორის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრის პოზიციით, იმედგაცრუებულია შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარის გამო და შეშფოთებულია მოახლოებული არჩევნებით.


ექსპერტის თქმით, საქართველო საკუთარი მისწრაფებების ერთგულია, პოზიცია აშშ-მა შეიცვალა და მისი წარმადგენლების ქცევა არა პარტნიორობის, არამედ ბატონყმობის კლასიკური მაგალითია.


„სენატორი ჯინ შაჰინი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც პროტოკოლის და სტრატეგიული პარტნიორობის უხეში დარღვევა არის. არავის, მით უფრო რიგით სენატორს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. როგორც სენატორმა განაცხადა, ის უკმაყოფილოა პრემიერის პოზიციით, ასევე იმედგაცრუებულია შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარის გამო და შეშფოთებულია მოახლოებული არჩევნებით.


დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით, შაჰინი და ივანიშვილი სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან, შესაბამისად ივანიშვილი ვერ შეხვდება ყველას, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს, ამ შემთხვევაში სენატორის პოზიცია უცნაურია, რატომ ავალდებულებს შეხვედრას? ეს იგივეა აშშ-ში ელისაშვილი ჩავიდეს და გაბრაზდეს ბაიდენი რატომ არ შემხვდაო.


მეორე საკითხია საქართველოს საგარეო კურსი, საქართველო საკუთარი მისწრაფებების ერთგულია, პოზიცია არა ჩვენ, არამედ აშშ-მ შეიცვალა რაც იმედგაცრუებას იწვევს, აშშ-ს და მისი წარმომადგენლების ქცევა არა პარტნიორების ქცევის, არამედ ბატონყმობის კლასიკური მაგალითია.


რაც შეეხება არჩევნების საკითხს, შაჰინის განცხადებით ის შეშფოთებულია და სურს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, ეს ის შაჰინია, რომელიც სააკაშვილის არჩევნებს თავისუფლად მიიჩნევდა შემდგომ არჩევნებში კი გარკვეულ დარღვევებს ხედავდა. აი ასეთი "ობიექტურია" ქალბატონო შაჰინი, რომლის შეფასება რა თქმა უნდა მიკერძოებულია და ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს”, - წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.