გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: ოლიმპიადაზე 206 ქვეყანას შორის 3,7 მილიონიანი საქართველოს წინსვლა თვალსაჩინოა, რისი ძირითადი საწინდარიც - მშვიდობა და სტაბილურობაა

12-08-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2012- 2024 წლების საქართველოს ოლიმპიურ დინამიკას აფასებს.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ 2012 წელს ოლიმპიადაზე დაკავებული მე-40 ადგილი ქვეყანამ წელს გააუმჯობესა, 16 საფეხურით წინ წაიწია და 24-ე ადგილზე გავიდა.


დავით ქართველიშვილი 2016 და 2021 წლის ოლიმპიადის მიღწევებსაც აქვეყნებს. ანალიტიკოსის თქმით, წარმატება და წინსვლა, რომელსაც საქართველო აღწევს, მშვიდობისა და სტაბილურობის დამსახურებაა.


„საქართველოს ოლიმპიური წინსვლის დინამიკა 2012-2024 წ.წ.: 2012 წელი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო = 7 მედალი (მე-40 ადგილი); 2016 წელი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო = 7 მედალი (38-ე ადგილი); 2021 წელი - 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო = 8 მედალი (33-ე ადგილი); 2024 წელი - 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო = 7 მედალი (24-ე ადგილი); 206 ქვეყანაში 3,7 მილიონიანი საქართველოს ეს წინსვლა თვალსაჩინოა. ხოლო მისი ძირითადი საწინდარი - მშვიდობა და სტაბილურობაა. ძირითადი მოტივაცია - უფალი, სამშობლო, ოჯახი,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.