გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის

12-08-2024

საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ჟურნალისტების კითხვას, სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია.


„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის", - განაცხადა პრემიერმა.