გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაზა გაბუნია: ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს

24-10-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.

 

"არავის დაავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარიც და ვალდებულებაც რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, რადგან ნდობა, რომელიც მას ხალხისგან აქვს,  მოვალეობასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიცია ჰქონდეს და მნიშვნელვანია, რომ გუშინდელი ინტერვიუთი მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.

 

მნიშვნელოვანია რომ მას აქვს უნარი და შესაძლელობა ხალხის ინტერესების თანახმად იმოქმედოს.

 

ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით და ცილისწამებით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს და გასაგებია, რომ მათ, ვინც დღეს ივანიშვილის ინტერვიუს აკრიტიკებს, უბრალოდ არ მოსწონს სიმართლე, რომელიც მან თქვა და რომელიც აუცილებლად უნდა ეთქვა,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.