გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გამსახურდია: სავარაუდოდ, დააწყვილებენ გახარიასა და ალასანიას ოქტომბრის არჩევნებზე - საინტერესო წყვილი იქნება ორივე, ღალატის ბექგრაუნდით, შეეცდებიან, სახელმწიფო სამსახურებიდან ხალხი გადმოიბირონ

12-08-2024

„მიუხედავად შიგნით არსებული არნახული ზიზღისა და სიძულვილისა, დალაგდნენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში. მაგას თუ დალაგება ჰქვია. მოღალატე გახარია იმდენად ნაძირალაა, რომ მაგ პარტიებიდან არცერთმა არ გაიკარა,“ - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში წერს.


მისი ვარაუდით, ოქტომბრის არჩევნებისთვის გახარიას ირაკლი ალასანიასთან დააწყვილებენ და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან სახელმწიფო სამსახურიდან ხალხის გადმობირებას.


„მიუხედავად შიგნით არსებული არნახული ზიზღისა და სიძულვილისა, დალაგდნენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში. მაგას თუ დალაგება ჰქვია. მოღალატე გახარია იმდენად ნაძირალაა, რომ მაგ პარტიებიდან არცერთმა არ გაიკარა. სავარაუდოდ, ალასანიას გააცოცხლებენ ახლა და სამეგრელოს ხმების იმედით, დააწყვილებენ გახარიასა და ალასანიას ოქტომბრის არჩევნებზე. საინტერესო წყვილი იქნება ორივე, ღალატის ბექგრაუნდით და ა.შ. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სახელმწიფო სამსახურებიდან ხალხი გადმოიბირონ, უფრო მეტად, თვალის ჩაპაჭუნებაზე და ლოყაზე ხალხზე დახამებული ნაც-ლოიალური მდედრები. მოკლედ, დიდი ვერაფერი, უბრალოდ სამწუხაროა ეს მოღალატეები ოდესღაც ჩვენ გუნდში რომ იყვნენ. მოგხედავთ." - წერს გამსახურდია.