გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია გაჩეჩილაძე: საქართველო დემოკრატიული განვითარებით რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა

24-10-2018

„რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ინტერვიუს მოსმენა. ბატონი ბიძინა  ხშირად არ გამოდის ტელევიზიით და მის გამოსვლას ყველასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც ყურადღებით უსმინა, იმან  დღევანდელი მდგომარეობის ძალიან რეალური შეფასება დაინახა. უარყოფითი და დადებითი მხარეებიც და ამავე დროს ის პერსპექტიული მიმართულებები, რომლებიც საქართველოს  გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექნება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძემ.

 

ამასთან, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებამ მაღალი ტემპი აიღო და ეს საერთაშორისო კვლევებშიც ჩანს.

 

„საქართველო არის დემოკრატიული განვითარებით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და არა მარტო რეგიონში, მაგალითია დემოკრატიული განვითარების და მედიის თავისუფლების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიის გარკვეული ნაწილი ფაქტიურად იქცა პოლიტიკურ ორგანიზაციად. ეს ძალიან ცუდი ამბავია. ხელს უშლის თვითონ მედიის თავისუფლებას  და არ აძლევს საშუალებას, რომ მედია იყოს ისეთი, როგორიცაა დასავლეთში  მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. კარგი იქნება, რომ მედია პერსპექტივაში ისე ჩამოყალიბდეს საქართველოში, რომ იყოს მიუკერძოებელი, არაპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი, რომ საზოგადოებამ რეალური ინფორმაცია მიიღოს, როგორც უარყოფით საკითხებთან დაკავშირებით, ისე დადებით ტენდენციებთან. ჩემი აზრით, ამაზე იყო ძირითადად ხაზის გასმა, როდესაც ლაპარაკი იყო მაგალითად „რუსთავი2“-ზე და სხვა მედიასაშუალებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა გაჩეჩილაძე.

 

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ინსტიტუტების განვითარება ქვეყანაში ძალიან რთულია.


„ყველამ გავიხსენოთ საიდან მოვდივართ. 90-იანი წლებიდან მოვდივართ, მერე ასე ვთქვათ რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა დაამყარა. რთული პროცესია და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემებიც არის. ეს ყველაფერი დალაგდება და მე ვფიქრობ,  ბატონი ბიძინას გამოსვლაში სწორედ ამაზე იყო მინიშნებები“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.