გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

13-08-2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია საფასადე ქვის ზედაპირის კონსერვაცია; ეკლესიის სამხრეთ კოშკში ლითონის დაზიანებული კონსტრუქციის განახლება; კიბეების კონსტრუქციული გაძლიერება; ტაძრის დაზიანებული ვიტრაჟების განახლება (ვიტრაჟების დაშლა,ნაკლული ელემენტების ახლით ჩანაცვლება) ინტერიერში დაზიანებული კედლის მხატვრობის რეკონსტრუქცია და სხვ.( ბიუჯეტი 939 000 ლარი)


გასულ წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.


1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.