გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოსიმძლავრეების განვითარებას

13-08-2024

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა დასრულდა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ შავი ზღვის კაბელი როგორც ტექნიკურად, ისე ეკონომიკურად განხორციელებადია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კომპანია კვლევა CESI - ი, რომელმაც ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა განახორციელა, არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული რეპუტაბელური და მას მსგავსი კვლევების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.


ვახტანგ ცინცაძის თქმით, შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება ფიზიკურად დააკავშირებს საქართველოს და ევროპის ელექტროსისტემებს, რაც საშუალებას მისცემს საქართველოსა და ევროპას, გააძლიეროს საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი მოხდეს ევროპაში და პირიქით.


მინისტრის მოადგილი ინფორმაციით, ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ, პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში დაიწყება შავი ზღვის ფსკერის ტექნიკური შესწავლა, რასაც შემდეგ საპროექტო სამუშაოების განხორციელება მოყვება.


„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ასევე ქვეყანაში ენერგოსიმძლავრეების და განახლებადი ენერგიების განვითარებას. ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივა დაანონსდა. ქვეყანაში აქტიურად ხდება განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად -განხორციელებადი, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა აღნიშნული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოვლენის მიზნით მომზადდა.


„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.


კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია.


პროექტის მარშრუტისათვის ასევე მოხდა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხების შესწავლა, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე, შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი.


პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, რაც მნიშვნელოვანად უწყობს ხელს რეგიონული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე მინისტერიალი, სადაც განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მონაწილე ქვეყნების მიერ ერთობილი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება აღნიშნული პროექტის განვითარება.


ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სახელმწიფო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს დამატებით „ახალი ევროპულ დანიშნულებას" მისცემს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.