გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გამსახურდია: ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც ფინანსდებიან ე.წ. ქოლცენტრებით, ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში. სითავხედით მაგონებს კეზერას „ქოლცენტრულ“ ისტორიიდან მონაკვეთს

13-08-2024

„ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც სრულიად ფინანსდებიან მათი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მფლობელობაში არსებული, თაღლითური, ე.წ. ქოლ-ცენტრებით, რომელზეც არაერთი გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში,“ - წერს გიორგი გამსახურდია ჰელსინკის კომისიის მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული განცხადების შესახებ.


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი. ცილისწამებას ჯერ არსად გაუმარჯვია.


„ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც სრულიად ფინანსდებიან მათი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მფლობელობაში არსებული, თაღლითური, ე.წ. ქოლ-ცენტრებით, რომელზეც არაერთი გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში. სითავხედით დაახლოებით მაგონებს, კეზერას "ქოლცენტრულ" ისტორიიდან ერთ-ერთ მონაკვეთს, როდესაც მას და მის ამფსონს დავით თოდუას, ქ.კიევის ცენტრში ჰქონდათ რამდენიმე სართულიანი ე.წ. "ქოლცენტრი", ცოტა ხნის მერე, ამავე შენობის პირველ სართულზე გახსნეს, ე.წ. "ქოლცენტრებისგან" დაზარალებულების საჩივრების მიმღები განყოფილება. არა უშავს, მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი, ცილისწამებას, საბოლოო ჯამში, ჯერ არსად არ გაუმარჯვია. სამართალს კიდევ, ვერც შრილანკაზე და ვერც ვერსად დაემალები კაცი,“- წერს გიორგი გამსახურდია.