გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი აშენდება

24-10-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, კასპში მიმდინარე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერეს, რომლებიც  ახლო მომავალში რეგიონს ახალ დატვირთვას და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენენ.


საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, კასპში ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი აშენდება, რომლის საპროექტო სივრცე მინისტრებმა ადგილზე დაათვალიერეს.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა როგორც სამუშაო და სასწავლო ოთახები (ე. წ. ფაბ-ლაბი), ასევე საკონფერენციო და დამხმარე სათავსები და  სამუშაო სივრცე. სხვადასხვა აქტივობისთვის ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებიც.


მინისტრებმა ასევე ადგილზე დაათვალიერეს კასპში მიმდინარე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს. 200 სტუდენტზე გათვლილი შენობის სარეაბილიტაციო პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადდა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდს მიზნით.


პროფესიული კოლეჯის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და მაჟორიტარ დეპუტატთან  ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, სამინისტროსთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები, როგორაცაა „ჰაიდელბერგ ცემენტი“, ,,მეტეხი კერამიკა“, „ელექტრო აპარატის ქარხანა“, „ოკამის ღვინის ქარხანა“ და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნულ  საწარმოებს ესაჭიროება ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის და სხვა სპეციალობების პროფესიული კადრები.


ამავე კოლეჯში მომზადდებიან რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულების სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული დარგების სპეციალისტები - ვეტერინარები, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები. თუმცა,   სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ასევე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.


ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ასევე კასპში, ახალ სასწავლო წელს საზეიმოდ გაიხსნა  650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.


ახლო მომავალში, ასევე  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, 150 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნება, რომელიც ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. გარდა ბიბლიოთეკისა, სკოლაში იქნება სასადილო ოთახი, საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი და სპორტული დარბაზი.