24-10-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 50-მდე სტუდენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, ლექსო ბუჯიაშვილის თქმით, სტუდენტები ადგილობრივები არიან.
,,შეხვედრა საკმაოდ ეფექტური იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ იმ პრობლემებით, რაც სოფელში არსებობს. ჩართულობის კუთხით გამოთქვეს მზადყოფნა, მიიღებენ მონაწილეობას საკითხების განხილვაში. მომდევნო შეხვედრა ახალი წლის შემდეგ, გაიმართება. სავარაუდოდ, საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდება და თანამშრომლობას ორგანიზებული ხასიათი ექნება" - განაცხადა ბუჯიაშვილმა.
მეჯვრისხევში 2 ათასზე მეტი ამომრჩეველია. ტერიტორიულ თემში რამდენიმე სოფელი შედის, თუმცა, როგორც ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ მეჯვრისხეველ სტუდენტებთან მოხერხდა შეხვედრა.