გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სალომე სამადაშვილი: ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა, ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან

15-08-2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ტალიავინის დასკვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა.


სამადაშვილის თქმით, ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არა ერთი პრეტენზია მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა.


„ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არა ერთი პრეტენზია მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა. პრეტენზია ამ ანგარიშთან მე იგივე მაქვს, რაც მის ავტორს აქვს დღეს ანგარიშთან, რომ ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა და ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.