7-12-2017
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ეს სტატუსი მას 2017 წლის ივლისის თვეში შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა:
ის ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო ხაზია საქართველოში;
ერთადერთ ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო ხაზს წარმოადგენს საქართველოში;
ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსია საქართველოში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს;
რკინიგზის შემადგენელი ნაწილი ცნობილი ფრანგი კონსტრუქტორის - ეიფელის დამზადებული ხიდია.
რკინიგზა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში განვითარებულ ინდუსტრიულ პროცესებს ასახავს.