გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორში, 86 წლის კაცს ახალგორიდან ჩამოყვანილი ცხენების ფულს ვაჭრები არ უხდიან

24-10-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრებ ვახტან ელიაშვილს გაყიდული ცხენების ფულს გადამყიდველები არ უხდიან. ამის შესახებ 86-წლის, თანაც, მარტოხელა მამაკაცი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა.

მისი თქმით, 5 ცხენი მისმა ნათესავმა ოკუპირებულ ახალგორის რაიონის სოფელ არმაზიდან გასაყიდად გორის მუნიციპალიტეტში ჩამოიყვანა. ცხენები გაყიდეს, თუმცა თანხამყიდველებმა არ გადაუხადეს.

მყიდველი ამავე სოფელში მცხოვრები პიროვნებაა, რომელიც საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული. 2016 წელს სასამართლო პროცესი გაიმართა. ვახტანგ ელიაშვილმა პროცესი მოიგო, გადამყიდველს 2600 ლარამდე თანხის გადახდა დააკისრეს.

ორი წლის განმავლობაში ვახტანგ ელიაშვილი თანხის ანაზღაურებას ითხოვს. იუსტიციის სახლში განუცხადეს, რომ გადამყიდველი სოციალურად დაუცველია. ვახტანგ ელიაშვილის თქმით, დეპუტატი თენგიზ ხუბულური, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, თანხის ამოღებაში დახმარებას დაპირდა.


qartli.ge