გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია აბაშიძე:„გორბის“ ბოლო კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურად იმარჯვებს, ხოლო „ნაცების“ ნამცეცები რჩებიან პოლიტიკურ წუმპეში

15-08-2024

„სანდო „გორბის“ ბოლო კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურად იმარჯვებს, რაც ისედაც აშკარაა საზოგადოების განწყობებიდან, ხოლო "ნაცების" ნამცეცები ღუზაჩაშვებულად რჩებიან პოლიტიკურ წუმპეში“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ის ვარაუდობს, ოპოზიციის რეიტინგი არჩევნებამდე კიდევ უფრო დაიწევს, ხოლო მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს.


„სანდო „გორბის“ ბოლო კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურად იმარჯვებს, რაც ისედაც აშკარაა საზოგადოების განწყობებიდან, ხოლო „ნაცების“ ნამცეცები ღუზაჩაშვებულად რჩებიან პოლიტიკურ წუმპეში. მაღალი ალბათობით, ტოქსიკური ნაცოპოზიციის რეიტინგები არჩევნებამდე კიდევ უფრო დაიწევს, ხოლო მშვიდობისა და განვითარების მმართველ პარტიას გარდაუვალი საკონსტიტუციო უმრავლესობა ელოდება,” - წერს აბაშიძე.