გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის კარიკატურები გააკრეს

24-10-2018

ქუთაისში რამდენიმე შენობის კედლებსა და დავით აღმაშენებლის ძეგლზე პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კარიკატურები გააკრეს. 


პოსტერებზე ასევე გამოსახულია "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროცესს ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია პირადად კურირებს, პროცესში ასევე ჩართული არიან სუსი და ქართული ოცნების აქტივისტები.


პოსტერები აღმაშენებლის ძეგლზე დღეს გამოჩნდა.მერიაში განმარტავენ, რომ ფაქტს დილიდან იკვლევენ. მათ უკვე მიმართეს პოლიციასაც და დამნაშავე დაჯარიმდება.


imedinews.ge