24-10-2018
ახალციხეში ცენტრალურ პარკსა და პოლიციის ეზოში მდებარე სკვერში ბიუეტებიდან გადმოსული წყალი მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს.
ცენტრალურ პარკში მდებარე ბიუეტის ონკანიდან წყალი ძირზე იღვრება. აქ წყალი დიდი წნევით მოდის და ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე გუბეები დგება. ანალოგიურია ვითარება თამარშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის წიმ მდებარე სკვერშიც. ახალციხის რაიონულ სამმართველოსთან ახლადდაგებული ფილები თვეზე მეტია ყოველ დილით იტბორება.
შოთა რუსთაველის ძეგლთან მდებარე ბიუეტს ონკანი საერთოდ არ აქვს და აქ არც წყალი მოდის.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ბიუეტების დაზიანებული ონკანების შესახებ იციან და უახლოეს დღეებში შეაკეთებენ: „შოთა რუსთაველის ძეგლთან არაა ონკანი და სპეციალური ჯგუფი გავა და გააკეთებს. ასევე, შევაკეთებთ ონკანს ცენტრალურ პარკშიც. რაც შეეხება პოლიციასთან არსებულ ბიუეტს აქ წყლის წნევის დასარეგულირებელ ნაწილს ველოდებით, ჩამოვა და მაგასაც გავაკეთებთ“.