გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კირცხალია: OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ - რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები

18-08-2024

„ჩვენ გუშინ გავეცანით დეტალურად საგარეოს ანგარიშს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ჭრილში, არანაირი საფუძველი არა მაქვს ობიექტურად, რომ ეჭვი შევიტანო იმ დასკვნაზე, რაც იქ ეწერა, იმიტომ, რომ ჩვენც პოლიტიკოსებიც, საზოგადოებაც, ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ იქცევიან ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში ფიგურირებენ“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის შეკითხვას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, “დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) შესახებ.


კირცხალიას თქმით, OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ და საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი არ ენდობა მათ კვლევებს.


„რაც შეეხება იმ სრულიად სიცრუეზე, სრულიად სიყალბეზე აგებულ ვითომ გამოძიებას, შემთხვევით ამ OCCRP-ს NED-ი ხომ არ აფინანსებს და დარწმუნებული იყავით, რომ ასეა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ OCCRP-ის პარტნიორია საქართველოში, შემთხვევით ისიც NED-დან ხომ არ ფინანსდება და დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასეა და შეგიძლიათ ესეც გადაამოწმოთ და როგორ შეიძლება ვენდოთ, როდესაც NED-დან, მათი დედა დონორისგან მოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან გამტარები, მაგრამ საქართველოში ყველამ კარგად ვიცით ეს არის კოლექტიური გიგაურები, როგორ შეიძლება საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი ენდოს მათ კვლევებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, ერთი გავიარეთ, რომ NED-ია ამ ყველაფრის ცენტრალიზებული დამფინანსებელი, გავიხსენოთ ISFED-ი, რა იკადრეს, რომ თვე ნახევარი საზოგადოება როგორ შეიყვანეს შეცდომაში 2022 წელს, გავიხსენოთ "კანვასი", ყველამ ნახეთ კადრები, გავიხსენოთ ბოლოს ახლა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას აქ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ჩამოეხსნა ნიღაბი და რეალურად საზოგადოებამ გაიგო სიმართლე, რომ თურმე ეს სამოქალაქო საზოგადოება და სექტორი კი არა, რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან ჩვეულებრივი პარტიები, დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები, რომელსაც ახლა ვხედავთ, რომ ერთიანდებიან ერთი ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა კირცხალიამ.


მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აქვთ პირდაპირი კავშირი რუსეთის საჯარო რეესტრთან და კირცხალიამ აქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს მათთან.


„პირდაპირ NED-ი აფინანსებს იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენმა ოპოზიციონერებმა დაიხვიეს, ასე ვთქვათ ხელზე, რომ როგორ საერთაშორისო ორგანიზაციააო OCCRP, გავიგე ერთი და იგივე დონორი ჰყავთ მათაც და აქ კოლექტიურ გიგაურსაც. ამათმაც გააკეთეს განცხადება, რომ რაღაცა ინფორმაცია მიაწოდეს, გიგაურმა რა ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს და პირდაპირო რუსეთის საჯარო რეესტრიდან ამოვიღეთო, ახლა საზოგადოებას ვეკითხები - ესე იგი პირდაპირი წვდომა აქვთ რუსეთის საჯარო რეესტრთან და ასე შემდეგ? კი ბატონო ღმერთმა შეარგოთ. ჩვენ არ გვაქვს წვდომა რუსეთის საჯარო რეესტრთან და კი იცით, რომ არც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ასეთი სიცრუის კამპანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ შედიოდეს მათ ინტერესში, როდესაც ჩამოვთვალეთ ის უამრავი დესტრუქციული ქმედება, რომელიც ამ ორგანიზაციიდან ჩამოიშალა საქართველოში. ამას კითხვებიც არ აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, გაკეთდა განცხადება, არანაირი საფუძველი არ აქვს, ნებისმიერი ის დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციას ხელში უჭირავს, ნებისმიერს შემიძლია ამოვუბეჭდო და დავაკავებინო ხელში, უბრალოდ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ და არც ვიკადრებთ არასდროს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ორგანიზაცია არის ის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს OCCRP-საც და კოლექტიურ გიგაურებსაც“, - აღნიშნა კირცხალიამ.