გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გელა დარსაძის მემორიალი 2018-ის გამარჯვებული ქუთაისი გახდა

24-10-2018

ცნობილი ქართველი კალათბურთელის – გელა დარსაძის მემორიალურ ტურნირს მისმა მშობლიურმა ქალაქმა ქუთაისმა უმასპინძლა. ტურნირი 16-წლამდელთა შორის 21-23 ოქტომბერს ჩატარდა და მისი ფინანსური მხარდამჭერი ქუთაისის მერია, ხოლო ორგანიზატორი  ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება გახლდათ.


21 და 22 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდა, ხოლო 23-ში ფინალური შეხვედრები გაიმართა, რომელზე დასასწრებად ქუთაისში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრები და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელები ჩავიდნენ. ტურნირს ქუთაისის ზურა საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, რომლის შესასვლელშიც 2 კვირის წინ ოლიმპიური ჩემპიონების ბიუსტები გაიხსნა.


ფინალურ მატჩში „ქუთაისმა“ „სოხუმი“ დაამარცხა. მესამე ადგილის მფლობელი გახდა თბილისის „აკადემია“. ჩემპიონი გუნდის კაპიტანს, ალეკო ვახტანგაძეს სპეციალური პრიზი გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა. იმერეთის კალათბურთის ფედერაციის ვერსიით საუკეთესო მოთამაშე გახდა ქუთაისელი ცოტნე ვახტანგაძე.


დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს და პრიზიორები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა – ზაზა ღონღაძემ და ალეკო პერტიაშვილმა, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა ვლადიმერ ძიძიგურმა და აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგა ჩაჩანიძემ.


1tv.ge