გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და აქ არჩევანის გაკეთება მარტივია

19-08-2024

ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ.


„რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზო9გადოებამდე. ამას ისედაც ვაკეთებთ, ბუნებრივია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ უშუალოდ მიხვიდე მოქალაქეებთან და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ", - განაცხადა პრემიერმა.