გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არ არის გასაკვირი სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა, ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ

19-08-2024

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის" მე-4 სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა.


„სალომე ზურაბიშვილიც არის სამწუხაროდ იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით - „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო". საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ,"- განაცხადა პრემიერმა.