გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

Fox News: აშშ-ის კონგრესი ბაიდენს საიმპიჩმენტო დანაშაულების ჩადენას ედავება - დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა

19-08-2024

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმპიჩმენტო დანაშაულები ჩაიდინა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.


დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ასევე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა და საბიუჯეტო კომიტეტები. დასკვნაზე „რესპუბლიკური“ პარტიის კანონმდებლები მუშაობდნენ.


დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა“.

„კომიტეტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომელთაც იმპიჩმენტი მოჰყვება“, - ნათქვამია 292-გვერდიან დოკუმენტში.


დასკვნაზე მომუშავე კონგრესმენების თქმით, ბაიდენის ოჯახმა და მათმა საქმიანმა პარტნიორებმა უცხოური კომპანიებისგან ათეულობით მილიონი დოლარი მიიღეს. ბაიდენის ოჯახი უცხოელებს არწმუნებდა, რომ ისინი ბაიდენთან დაახლოებას და მასზე ზეგავლენის მოხდენას შეძლებდნენ. ამრიგად, ბაიდენის ოჯახმა 2014 წლიდან დღემდე შემოსავლის სახით 27 მილიონი დოლარი მიიღო.


გარდა ამისა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბაიდენის ოჯახმა „დემოკრატიული“ პარტიის ბენეფიციარების მეშვეობით 8 მილიონი დოლარის კრედიტების აღება შეძლო. კრედიტების ნაწილი გადაუხდელია, ხოლო ნაწილის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს.


დასკვნაში აგრეთვე 2014 წლის ვახშმის ეპიზოდია მოყვანილი, როცა ჯო ბაიდენი თავისი შვილის ჰანთერის მიწვევით ვახშამს დაესწრო, სადაც აგრეთვე რუსი ოლიგარქი ელენა ბატურინაც იმყოფებოდა. ვახშმის დასრულების შემდეგ ბატურინამ 3,5 მილიონი დოლარი ჰანთერ ბაიდენის კომპანიას Rusemont Seneca Thornton-ს გადაურიცხა.