გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს

20-08-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან  ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში მდინარე სუფსაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ თევზჭერას; მდინარე მტკვრის კალაპოტიდან კანონდამრღვევებს 8 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. 


სახლართი ტიპის ბადეა ამოღებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან. ამასთანავე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან დეპარტამენტის თანამშრომლებმა 10 ერთეული თევზსაჭერი ე.წ. ფაცერი ამოიღეს.


თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნიდან კი,თევზმახე, ე.წ. გოდორყურეა ამოღებული. თევზჭერის წესების 8 ფაქტია აღკვეთილი ზაჰესის მიმდებარედ. მოქალაქეები თევზჭერას აკრძალულ ადგილას - კაშხალთან 500-მეტრიან ზონაში ახდენდნენ. 


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

თევზჭერის აკრძალული საშუალებების, ადგილებისა და სანქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ: https://des.gov.ge/Ge/News/Details/13910