გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ანა წითლიძე: საპარლამენტო სიის ხათრით დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძე ბრუნდება, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი, რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში, შენი ავტორიტეტი ენმ-ს ამომრჩეველში არის ნული

20-08-2024

საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით“, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე იმ გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხატია დეკანოიძე ენმ-ის გარშემო შექმნილი პოლიტიკური კოალიციის, „ერთიანობის“ წევრი ხდება.


როგორც წითლიძე აღნიშნავს, დეკანოიძემ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭროს სიაში, მისი ავტორიტეტი ენმ-ს ამომრჩეველში არის ნული.


„საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით. ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი. Khatia Dekanoidze - რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ "ოლიგარქები" არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. "ახლებში" არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო? დიდი ხანია ეთერებში არ ჰყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო? ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.


მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში შენი ავტორიტეტი ენმს ამომრჩეველში არის ნული. ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას თუნდაც იმიტომ რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს - შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი. მობრუნებას გილოცავ ხატია. ჩვენ მხოლოდ გვიხარია რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია“, - წერს ანა წითლიძე.