გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა არა სურვილი და ნებაა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა, რათა აღიკვეთოს საქართველოში „აგენტოკრატია“

20-08-2024

„ქართულმა ოცნებამ” და „ხალხის ძალამ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ინტერესები უპირველესი ამოცანაა მათთვის და, შესაბამისად, პრინციპული პოლიტიკითა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბევრჯერ მიიღო ხისტი და შეუვალი გადაწყვეტილება, რამაც დაიცვა საქართველო გარდაუვალი კატასტროფისგან!“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამართლებრივ-პოლიტიკური სიმყარისთვის, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საქართველოს უმაღლესი კანონის შესაბამისად მოხდეს, ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცება!


მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გამოვიყენოთ შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ გვეძლევა.


„შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ეძლევა ქვეყანას უნდა გამოვიყენოთ! მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ახალი გადანაწილების პირისპირ დგას და ყველა სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი თვითმყოფადობა, შესაძლებლობა და განვითარების პერსპექტივა, გეოპოლიტიკურ სურათზე მკაფიოდ განსაზღვროს. საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით, ორი ეგზისტენციალური ამოცანის შესრულება მოუწევს:


1• შეინარჩუნოს მშვიდობის პოლიტიკა, რაც პირდაპირპროპორციულად ეკონომიკური მდგრადობის გარანტიაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე უშუალოდ რეგიონისთვის, რომელიც იქცა გეოპოლიტიკურ ცენტრად აზია-ევროპის გზაჯვარედინზე!

2• მოაწესრიგოს სამართლებრივ-პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენცია, ფსევდო-იდეოლოგიური გლობალური ექსპერიმენტების აღკვეთა, ქართული პოლიტიკის გაწმენდა „აგენტოკრატი” აქტორებისაგან.

ორივე ამოცანის გადაჭრას მაღალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება და ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკური ნება ესაჭიროება! „ქართულმა ოცნებამ” და „ხალხის ძალამ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ინტერესები უპირველესი ამოცანაა მათთვის და შესაბამისად, პრინციპული პოლიტიკითა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბევრჯერ მიიღო ხისტი და შეუვალი გადაწყვეტილება, რამაც დაიცვა საქართველო გარდაუვალი კატასტროფისგან!

თუმცა, სამართლებრივ-პოლიტიკური სიმყარისთვის, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საქართველოს უმაღლესი კანონის შესაბამისად მოხდეს, ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცება! რა მოხდება, საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში?

1• კონსტიტუციით აღიკვეთება, „ლგბტ” პროპაგანდა საქართველოში.

2• დაიწყება სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესი, კოლექტიური ნაც-მოძრაობის დანაშაულებზე და მოღალატე პოლიტიკურ პარტიას განესაზღვრება მისი კუთვნილი ადგილი!

3• სამართლებრივად მოწესრიგდება კონსტიტუცია და შესაბამისობაში მოვა, სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებთან!

4• ყველა საერთაშორისო აქტორი გაითავისებს ქართველი ხალხის ნებას და გადალაგება მოუწევს, ქართული პოლიტიკური რეალობის შესაბამისად!


საკონსტიტუციო უმრავლესობა არა სურვილი და ნებაა არამედ, სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა, რათა აღიკვეთოს საქართველოში „აგენტოკრატია”, უცხო ქვეყნების გავლენები და ერთხელ და სამუდამოდ შევდგეთ, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ამიტომაც, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გამოვიყენოთ შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ გვეძლევა!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.