გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან მაჭავარიანი: იმდენად სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“, როგორც ბრენდი რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

20-08-2024

„ეს ყველაფერი კეთდება გარე დაკვეთით და ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგი სინამდვილეში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებას.


მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი სამარცხვინოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 


„ყველამ ვიცით, ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა „ნაცმოძრაობაში“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია. სადაც არ უნდა გავიხედოთ, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 


ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგები და ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბრენდი რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომლებიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები.


ეს ყველაფერი დაიწყო წლების წინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თითქოს გამოეყო გიგა ბოკერია და შეიქმნა „ევროპული საქართველო“. ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ეგონა, რომ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, გუშინ თუ გუშინწინ გიგი წერეთელი რომ შეუერთდა მათ, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს უბრალოდ არის სხვადასხვა სახელწოდებები“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.