გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯემალ ჭკუასელი: ივანიშვილს ბევრი სათქმელი ჰქონდა, მაგრამ არ დააცადეს

24-10-2018

„ბიძინა ივანიშვილს ბევრი სათქმელი ჰქონდა, მაგრამ არ დააცადეს“ -ამის შესახებ ჟურნალისტებს ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განუცხადა.

„ბიძინა არის გენიოსი კაცი, სადაც ამბობენ, რომ შეეშალაო, ზუსტად იყო იყო მართალი. ჩემი აზრით, არაფერი შეშლია და ძალიან კარგად უპასუხა. ლაპარაკს რომ არ ანებებენ, ეს არის ხელის შეშლა. მე ასე ვფიქრობ, რომ ბევრი სათქმელი ჰქონდა და არ დააცადეს და დრო მაცადე-მათქმევინეში გავიდა ” - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.