24-10-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით დღემდე ათასობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებულ პრობლემებს ხელისუფლებაც აღიარებს.
„ყველა კითხვას პასუხი გაეცა, რომელიც საზოგადოების წინაშე იყო დასმული. ეს ამ ინტერვიუში იყო მთავარი შინაარსი. გარდა ამ პასუხებისა ჩვენთვის მთავარია იმაზე ვისაუბროთ, სამომავლოდ ქვეყანა როგორ უნდა განვითარდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამის საშუალება პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ მიეცემა“-განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, განვლილ 6 წელიწადში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მას შემდეგ,რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.
„ეს კონკრეტული მონაცემებითაა დადასტურებული, მათ შორის კონკრეტული სტატისტიკით. ეს ეხება როგორც დემოკრატიის სფეროს, ასევე ეკონომიკისა და სოციალურ სფეროს და მზად ვართ ამაზე ვისაუბროთ და მზად ვართ ასევე, იმაზეც ვისაუბროთ თუ როგორ დავძლიოთ ის პრობლმები, რომელიც ჩვენი საზოგადების წინაშე დგას.
დღემდე ასიათასობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი ამოცანა დემოკრატიული სისტემის გაძლიერებაა“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.