გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი

22-08-2024

„ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბით გაიმართება და თბილისში ცენტრალური შეკრებით დაგვირგვინდება.


„დღეს დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, რასაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დაგვირგვინდება თბილისში ცენტრალური შეკრებით. ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე. ეს არჩევნები არის უპრეცედენტოდ პრინციპული არჩევნები და 2012 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ორი არჩევნები იყო ერთმანეთზე პრინციპული, 2012 წლის შემდეგ მაინც ასეთი პრინციპული არჩევნები ჩვენ არ გვქონია. ეს არის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც წყდება პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი არის მარტივი. რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, ქრისტიანული ფასეულობების სასარგებლოდ და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.