გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად

22-08-2024

„რეიტინგი გვაქვს 60% ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას ეროვნული საკითხები, დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა.“


„ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გადაიჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ეროვნული საკითხები. მათ შორის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, იმისთვის, რომ გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა“. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ქუდზე კაცი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.