გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: 26 ოქტომბრის არჩევნები ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მხრიდან დანახულია, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა, საქართველოში მოიყვანონ გავლენის აგენტებით და მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება

23-08-2024

„რთულად პროგნოზირებადი არ არის, რომ ევროკავშირის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნება მათ ხელთ არსებული ბერკეტი, რაც საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი უსამართლო დამოკიდებულების ადრესატი არაერთხელ გამხდარა, რამაც ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების ზღვარზე გაატარა“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პრაგმატული პოზიცია, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა, დასავლეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი გახდა.


„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მხრიდან დანახულია, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა, საქართველოში მოიყვანონ აგენტებითა და მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ მოემსახურება მათ ინტერესებს.


„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი. ბრიუსელის ბიუროკრატიის უსაფუძვლო ბრალდებების პარალელურად, თითქმის ყოველ კვირას ქვეყნდება ავტორიტეტული, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სიღრმისეულ ანალიზზე დამყარებული შეფასებები, სადაც საქართველოს ყველა სფეროში წინსვლა ფიქსირდება (ეკონომიკის მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, სამართლიანობა, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და თავისუფლება, ხელისუფლების გამჭვირვალობა, მედიის თავისუფლება და ა.შ.) და ამ კუთხით საქართველო არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ბევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც უსწრებს. 26 ოქტომბრის არჩევნები ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მხრიდან დანახულია, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოში მოიყვანონ გავლენის აგენტებით და მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ მოემსახურება მათ ინტერესებს,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.