გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე: მმართველი პარტია ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში იზიარებს და იცავს კონსტიტუციით გაწერილ ნორმებს, კონსტიტუციის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა ძველი ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი

24-08-2024

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მმართველი პარტია ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში იზიარებს და იცავს კონსტიტუციით გაწერილ ნორმებს და კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და ფეხქვეშ გათელვა ძველი ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი.


„პირველ რიგში ყველას მინდა მოგილოცოთ კონსტიტუციის დღე. ჩვენი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ნიშანი.


ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია, ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს, იმ ნორმებს იცავს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც დაწერილია ჩვენი კონსტიტუციით. არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, არც ერთ ჩვენ თანამდებობის პირს, ერთი წამითაც არ უფიქრია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა. რაც შეეხება, კონსტიტუციის დარღვევას, ღალატს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში.


ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ შევძლოთ იმ ამოცანების შესრულება რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის თაობაზე კონკრეტული პუნქტებით, კონკრეტული გეგმით პოლიტიკურმა საბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება“ - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ.