გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს ოფიციალური, სამშვიდობო პოლიტიკა მიუღებელია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არ გახდა, მეხამრიდი, რეგიონულ კონფლიქტში

25-08-2024

„დემოკრატების საარჩევნო პროგრამით ღიად გაცხადდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დეკლარირებულ ომის დისტრიბუტორად გადაიქცა მსოფლიო მასშტაბით“, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის კამალა ჰარისის საარჩევნო პროგრამას.


სწორედ ამით ხსნის ქადაგიძე იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა ხშირად დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკისა და თავდასხმის საგანი ხდებოდა.


„ცოტა ხნის წინ, დემოკრატებმა ჰარისის საარჩევნო პროგრამა წარადგინეს, სადაც ერთი ნიშანდობლივი დეტალია გაჟღერებული - „პროგრამის ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას ეხება, ევროპიდან, კერძოდ, უკრაინიდან იწყება და მასში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა, აშშ-ის ტრანსატლანტიკური ალიანსების ერთიანობის შენარჩუნება და რუსეთთან ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილება.” ანუ, ომის რიტორიკა არა თუ იცვლება, პირიქით, დეკლარირებულადაა გაცხადებული, რომ უკრაინა შეასრულებს „საზარბაზნე ხორცის” როლს ამერიკული უსაფრთხოებისათვის. კენედის გუშინდელი განცხადებით და დემოკრატების საარჩევნო პროგრამით, ღიად გაცხადდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დეკლარირებულ ომის დისტრიბუტორად გადაიქცა მსოფლიო მასშტაბით.


საქართველოს ოფიციალური, სამშვიდობო პოლიტიკა კი, მიუღებელია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არ გახდა მეხამრიდი რეგიონულ კონფლიქტში. ამიტომაცაა, რომ ბლინკენი, მილერი, შაჰინი და გლობალური პოლიტიკის „კონიუნქტურშიკები” ღიად აკრიტიკებენ, საქართველოს დისტანცირებას, მათი სტრატეგიული ომისგან!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.