გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ბიძინა ივანიშვილის სიტყვიდან დღეს თითქოს ამოვიცანი კიდეც, რა სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი შეიძლება გველოდებოდეს უახლოეს მომავალში

25-08-2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მორიგ ღონისძიებას და მასზე გაჟღერებულ მესიჯებს ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში დგება გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯების გადადგმის დრო.


დავით ქართველიშვილი პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოში დგება დრო ქვების შეგროვების, სიყვარულის, მშვიდობის და ყველაფერ ამას ხელს უწყობს სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სულისკვეთება და ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში აპირებს.


„გრძელდება მმართველი პარტიის დამაჯერებელი წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში და ამჯერადაც „დაღეჭილად“, მარტივად და მკაფიოდ ჟღერს - რატომ? არა უბრალოდ - „იმიტომ“, არამედ კონკრეტულად „რატომ“ ექნება ამ არჩევნებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა. რამეთუ სრულდება „ჟამი ქვათა მიმოფანტვისა“ და იწყება „ჟამი მათი შეგროვებისა“. რამეთუ იწყება „ჟამი პოვნისა“ და სრულდება „ჟამი დაკარგვისა“. გვიახლოვდება „ჟამი შენახვისა“ და გვემშვიდობება „ჟამი გაფლანგვისა“. მოდის „ჟამი სიყვარულისა“ და წარსულს ბარდება „ჟამი სიძულვილისა“, მივიწყებას მიეცემა „ჟამი ომისა“ და ჩაანაცვლებს მას „ჟამი მშვიდობისა“. ეკლესიასტეს წიგნის ეს უკვდავი სიტყვები დღესაც, როგორც არასდროს, თანამედროვედ ჟღერს და სრულად მიესადაგება სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სულისკვეთებას. დღეს უკვე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაჟღერდა ყველასთვის გასაგები და მისაღები არგუმენტაცია - რატომ უნდა მივცეთ მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ ნდობის მანდატი, ამჯერად უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ჯერჯერობით „იდუმალებით“ მოცული დანაპირების მეოთხე მუხლს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვიდან დღეს თითქოს ამოვიცანი კიდეც, რა სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი შეიძლება გველოდებოდეს უახლოეს მომავალში. ვიქონიოთ მოთმინება და დაველოდოთ კიდევ ერთ თამამ და ეროვნულ გადაწყვეტილებას...“, - წერს დავით ქართველიშვილი.