გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინია, იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე

26-08-2024

„ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს რეგიონებში სიტყვასიტყვით შიფრავენ და მარჩიელობენ, რა არის ის მეოთხე პუნქტი, რომელმაც მოსვენება დაუკარგა მათ?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.


მისივე თქმით, აფხაზეთის თემა ოპოზიციის გარდა საქართველოს უცხოელ „მეგობრებსაც“ აფორიაქებს და ცდილობენ ქართველებს ყველაზე დიდი ოცნების ახდენა ტრაგედიად უქციონ.


„ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს რეგიონებში სიტყვასიტყვით შიფრავენ და მარჩიელობენ, რა არის ის მეოთხე პუნქტი, რომელმაც მოსვენება დაუკარგა მათ? თუმცა, იციან რომ ეს დიდი ეროვნული თემა იქნება, რომელიც ფეხზე დააყენებს მთელს საქართველოს. სწორედ ამიტომ, წინასწარ ახორციელებენ კონტრშეტევას ყველა იმ საკითხზე, რაც შეიძლება გაჟღერდეს მეოთხე პუნქტად. ამით ცდილობენ შექმნან ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში. დღეს ანნა ნაცვლიშვილმა ახალი ბრალდება წამოაყენა, თურმე ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის აღიარებას აპირებს. მათ ხომ ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინიათ. იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე. როგორ აფორიაქებს აფხაზეთის თემა ჩვენს უცხოელ „მეგობრებსაც“? როგორ ცდილობენ საკუთარი აგენტებით ქართველებს ყველაზე დიდი ოცნების ახდენა დიდ ტრაგედიად უქციონ, მაგრამ ავიწყდებათ ისტორიის ერთი ჭეშმარიტება:- როდესაც დროის წინააღმდეგ მიდიხარ, აზვირთებულ ტალღებში მოჰყვები, საიდანაც ხსნა აღარ არის. ნურავინ შეეცდება შეუქცევადი ეროვნული პროცესების წინააღმდეგ წასვლას, თორემ ისტორია თავის ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.