საგაზაფხულო მიღებისთვის იგეგმება ახალი სპეციალობების დამატება, რომელთა შორის იქნება მეცხოველეობა, ხის მხატვრული დამუშავება, ტრაქტორისტ-მემანქანე, რძის და ყველის წარმოება, თმის სტილისტი და ა.შ.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ახლადგახსნილი საზოგადოებრივი კოლეჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდების პროფესიული აღზრდისა და დასაქმების მიმართულებით.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს სამი სასწავლო ფართი აქვს: დაბა თიანეთში, დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ წინამძღვრიანთკარში.
წყარო: reginfo.ge