გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: ქართულ ჯარზე ზრუნვის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება - 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

26-08-2024

„სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა მათ სათანადო დაფასებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. ქართულ ჯარზე ზრუნვის ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ არის ჯარის, ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური ძალა, რომლისათვისაც პრიორიტეტია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ღირსების პოლიტიკით მოქმედება, ხალხის ინტერესები და მშვიდობა ქვეყანაში.


„სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა მათ სათანადო დაფასებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. ამის მაგალითია მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და წარმატებით განხორციელდა, კერძოდ, მახათას მთაზე სამხედროებისთვის 39 7-სართულიანი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა და სამხედროებმა საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს. ქართულ ჯარზე ზრუნვის ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.


იმისათვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მიმართა თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს ქართულ ჯარზე ამ მზრუნველობითი პოლიტიკის პირობებში კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში და ამისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნას გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც. "ქართული ოცნება" არის ჯარის, ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური ძალა რომლისათვისაც პრიორიტეტია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ღირსების პოლიტიკით მოქმედება, ხალხის ინტერესები და მშვიდობა ქვეყანაში. წარმატებები ამ სახელმწიფოებრივად მოქმედ გუნდს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.