გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეროვნული ბანკი სესხებისა და დეპოზიტების ივლისის ტენდენციებს აქვეყნებს

26-08-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინტერაქციულ პრესრელიზებს 2024 წლის ივლისის მდგომარეობით აქვეყნებს.


სების ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 420.90 მლნ ლარით (1.34%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 623.23 მლნ ლარით (2.41%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.35%-ით).


სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 55.66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.98%-ით მეტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 213.61 მლნ ლარით, ანუ 0.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 612.36 მლნ ლარით, ანუ 1.98%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.58%-ით).


დეპოზიტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.