გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

26-08-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ პროფესორ- მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო” –აცხადებენ თსუ–ში.