გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მარნეულელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს

25-10-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მარნეულის სპორტული სკოლის წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი ფალიანსა და გიორგი ქიმაძეს საერთაშორისო ასპარეზობებში მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.


გიორგი ფალიანმა წარმატებით იასპარეზა ანტალიაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში და საქართველოში მესამე ადგილით დაბრუნდა. ხოლო გიორგი ქიმაძემ, ქალაქ თბილისში გამართულ კიკ ბოქსის (K-1) საერთაშორისო ტურნირში დაამარცხა ირანელი მეტოქე და შავი ქამრის მფლობელი გახდა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა სპორტსმენებმა 77 მედალი, მათ შორის 39 ოქრო მოიპოვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა(ა)იპ მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენლები, მწვრთნელები და მერიის თანამშრომლები.


ipn.ge