28-08-2024
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის წარდგენილ ბრალდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურორმა საკუთარი თავის გადასარჩენად ბრალდების ხელახლა წარდგენა სცადა. საქმე ეხება 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეს, რომლის ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა ტრამპს სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა წარუდგინა.
როგორც მაიკ ჯონსონი აღნიშნავს, ბაიდენის და ჰარისის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება, სახიფათო და დესტრუქციული პრეცედენტია.
„დონალდ ტრამპი კვლავ რჩება ყველაზე დევნილ პოლიტიკოსად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გააუქმა მისი ორი საქმე, ჯეკ სმიტმა კიდევ ერთხელ სცადა საკუთარი თავის გადარჩენა. არჩევნებამდე სულ რაღაც 70 დღით ადრე სმიტმა კიდევ ერთი ყალბი ბრალდება წამოაყენა. ამერიკელებს მოჰბეზრდათ ეს კორუფცია და უსირცხვილო კანონმდებლობა. მათ იციან, რომ ეს ეხება არა სამართლიანობას, არამედ პოლიტიკას. ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს სახიფათო, დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად ქცევით და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის მისი გამოყენებით. ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს. 5 ნოემბერი მალე მოვა“, - წერს მაიკ ჯონსონი X-ზე.