გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა „მხიარული სტარტები - 2018“ გაიმართა

25-10-2018

თელავში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა „მხიარული სტარტები - 2018“ დასრულდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თელავის მუნიციპალიტეტის 25 სკოლამდელი დაწესებულების 350-მდე აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.


ფინალში ერთმანეთს 4 გუნდი დაუპირისპირდა. შეჯიბრება თანაბარი ძალების მქონე გუნდებს შორის მიმდინარეობდა, რამაც უფრო დინამიური და დაძაბული გარემო შექმნა. საბოლოოდ გამარჯვება თელავის მეხუთე ბაღს ხვდა წილად; მეორე ადგილი მეცხრე ბაგა-ბაღის გუნდმა მოიპოვა; მესამე ადგილზე თელავის მესამე ბაგა-ბაღი გავიდა; ხოლო შალაურის საბავშვო ბაღმა საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინალისტები მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.


ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მადლობა გადაუხადა თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსს, სპორტულ კლუბთა გაერთიანებას, ღონისძიებაში მონაწილე პირებს და პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.


ipn.ge