გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მარნეულმა ჰოლანდიურ ანსამბლ "მერანს" უმასპინძლა

25-10-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე ჰოლანდიურ ანსამბლ „მერანს" უმასპინძლეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ანსამბლის 22-ვე წევრი ჰოლანდიელია, რომლებიც ასრულებენ როგორც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს, ასევე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნაწარმოებებს.


ანსამბლი ერთი წელია, რაც ამსტერდამში შეიქმნა და ისინი პირველ ტურნეს საქართველოში მართავენ. მარნეულში გამართულ ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლები, კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ipn.ge