გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გოგა ხაინდრავა ანა ნაცვლიშვილზე: საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით

29-08-2024

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელის ერთ-ერთი ავტორის, „ძლიერი საქართველოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.


„ანა ნაცვლიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, მიხეილ ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძის მიმართ წარმოებული ბოლშევიკური ტერორი გაიხსენა.


დროული წამოწყებაა! ახლა საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით!“, - წერს გოგა ხაინდრავა.